14 სექტემბერი 2026,   15:21
ვრცლად
"თბილისობა 2019" 5-6 ოქტომბერს გაიმართება - საზეიმო პროგრამა უკვე ცნობილია

"თბილისობა 2019-ის" პროგრამა უკვე ცნობილია. 5-6 ოქტომბრის საზეიმო ღონისძიებებისთვის რამდენიმე ლოკაციაა შერჩეული: რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.

წელს თბილისობის პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. პროგრამის მიხედვით იგეგმება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; ყვავილების, ტკბილეულისა და კულინარიის ფესტივალები, სპორტული აქტივობები და კოსტიუმირებული მსვლელობები. "მულტიეთნიკური თბილისი" რიყეზე, ორბელიანის ღია ბაზარი, პროექტი "გვიდირიჟორე", მუსიკალური წარმოდგენები და სხვა. 

"მუზეუმი ღია ცის ქვეშ" ლეღვთახევში მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები, მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.

საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი "მე ვარ თბილისი" 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე,  ორბელიანის მოედანზე გაიმართება. 

6 ოქტომბერს, თბილისობის დასასრულს, 20:00 საათზე ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა - "მუარე იქსფირიენს", რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკმუსიკის თანხლებით.

დღის ამბები