ლეგენდარული კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალებას საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა.
„დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა. მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას.
დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს,“- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიმართვაში.
კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.