27 დეკემბერი 2024,   08:19
ვრცლად
"ისტერიკა, რომელიც ამ შეხვედრას მოჰყვა თბილისიდან" - პესკოვი ზალკალაინი-ლავროვის შეხვედრის შესახებ 

"არანაირი ოკუპაცია არ არის" - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა "კურიერთან" ექსკლუზიური ინტერვიუს დროს გააკეთა.

დიმიტრი პესკოვი, ნიუ იორკში, ზალკალაინი-ლავროვის შეხვედრას და მასთან დაკავშირებით, თბილისში გამოთქმულ მოსაზრებებს "ისტერიკას" უწოდებს.  პუტინის პრესსპიკერი აცხადებს, რომ რუსული მხარისთვის, მსგავსი რეაქციის მიზეზი გაუგებარია.

დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ კონსტრუქციული დიალოგის პროცესი ქვეყნებს შორის, სწორედ ამგვარი შეხვედრებიდან იწყება.

"არანაირი ოკუპაცია არ არის, აქ ჩვენი აზრები იყოფა, მაგრამ რაც შეეხება ოფიციალურ ხელისუფლებებს, აქ ჩვენ ისევ პრობლემები გვაქვს. ასეთი პირველი შეხვედრები, რომელსაც ნიუ იორკში ჰქონდა ადგილი, ალბათ კონსტრუქციული დიალოგის ნებისმიერი პროცესი, თუნდაც ამ პროცესების ჩასახვა იწყება სწორედ ასეთი შეხვედრები. ალბათ თქვენც ისმენდით ისტერიკას, რომელიც ამ შეხვედრას მოჰყვა თბილისიდან. ალბათ არც თუ ადეკვატური რეაქცია. ამიტომ, მოდით, ნუ ვილაპარაკებთ ამ შეხვედრაზე, ის ძალიან მტკივნეულად არის მიღებული თბილისში, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით" - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 

დღის ამბები