16 სექტემბერი 2026,   15:01
ვრცლად
„ჯორჯიან მანგანეზმა“ მთავრობას კომპანიის მიერ განხორციელებული კვარტლური ანგარიში წარუდგინა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა, მთავრობის კაბინეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კომპანიის მიერ განხორციელებული კვარტლური ანგარიში წარუდგინეს.

სტუმრებმა, „ნოფის“ ტერიტორიაზე, ახალი სარკინიგზო ხაზი, საწყობი, კომპანიის მიერ რეკულტივირებული ტერიტორიები,  ასევე, ჭიათურის დასუფთავების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა მოინახულეს.

"ჯორჯიან მანგანეზმა“ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით,  ჭიათურაში ახალი ამბულატორიის მშენებლობაც დაიწყო. 
კომპანიამ გაარემონტა # 1 საჯარო სკოლა,  ასევე მონაწილეობა მიიღო რგანის სკოლის სარემონტო სამუშაოებში.

"ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში  სარკინიგზო საწყობი, საავტომობილო სასწორი და ავტომობილებისთვის ერთი სამრეცხაო მოაწყო. აშენდა ორი პარალელური რკინიგზის ხაზიც, რათა მან შეუფერხებლად იმუშაოს. აიგო ბეტონის მოედანი, ერთი საგუშაგო, ორი მესასწორის ოთახი და ლაბორატორია. ამჟამად  მიმდინარეობს მუშაობა დამცავი კედლების ასაგებად. 

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, იმერეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.

დღის ამბები