22 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
"კურსის ცვლილებამ გამოიწვია ვალის ზრდა" - გიორგი კაკაურიძე

„მთელი დამატებითი შემოსავალი მიემართა მოქალაქეების იმ საჭიროებებზე, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებდა დახმარებას" - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, 2020 წლის ბიუჯეტზე საუბრისას გააკეთა. 

გიორგი კაკაურიძე, საგარეო ვალის გაზრდის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ვალის ზრდა ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. 

„მთელი დამატებითი შემოსავალი მიემართა მოქალაქეების იმ საჭიროებებზე, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებდა დახმარებას. ეს არის როგორც საპენსიო და სოციალური მიმართულებით, ასევე განათლების სისტემა და ჯანდაცვის მიმართულება. რაც შეეხება საგარეო ვალს, საგარეოს ზრდის ძირითადი კომპონენტი არის ის, რომ კურსი გაუფასურდა და დათვლილია ბიუჯეტის ვალის მოცულობა 27 სექტემბერს, როდესაც ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი მომზადდა, იმ პერიოდის კურსზე. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ გამოიწვია ვალის ზრდა, რაც შეეხება თითონ ვალის აღებას, ჩვენ ვალს ვიღებთ სწორედ კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დღის ამბები