27 დეკემბერი 2024,   03:15
ვრცლად
"პარლამენტში ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეობაზე ალბათ უარს ვიტყვი" - ირაკლი ზარქუა

ვინ შეცვლის პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს, რომელმაც დეპუტატის მანდატი საკუთარი ნებით დატოვა, ამ დრომდე უცნობია. პროპორციული სიით, ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ირაკლი ზარქუაა.

როგორც ზარქუამ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის გამო პარლამენტში ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეობაზე, სავარაუდოდ, უარს იტყვის. 

"ჩემთვის და ზოგადად ყველა ადამიანისთვის დიდი პატივია საქართველოს პარლამენტის წევრობა, თუმცა მე სულ რაღაც 1 თვის წინ თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ თავმჯდომარის მოადგილედ ამირჩია. მგონია, რომ ამ პასუხისმგებლობაზე მეტი გააზრება მმართებს, ამ პასუხისმგებლობით გარკვეული საქმეების შესრულება და აქედან გამომდინარე, ალბათ უარი უნდა ვთქვა ამ ეტაპისთვის,"- განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ზარქუა საკრებულოში დარჩება და საპარლამენტო მანდატზე უარს იტყვის, საკანონმდებლო ორგანოში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლედ სიით მომდევნო თემურ გოცირიძე იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები