24 აპრილი 2024,   01:44
ვრცლად
მკვლელობა ორხევში - 80 წლის კაცმა ნათლული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა

მკვლელობა ორხევში - საკუთარი ნათლულის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 80 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიება პენსიონერს განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში ადანაშაულებს.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.  42 წლის მამაკაცს იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა წარსულში დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. 

ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები