12 სექტემბერი 2026,   15:44
ვრცლად
ხმა რესპუბლიკელებს მიეცით. თქვენ იცით, რა მოხდება, თუ ხმას არ მისცემთ? - თქვენ ჯოჯოხეთში მოხვდებით - დონალდ ტრამპი

შუალედური არჩევნებისადმი მიძღვნილ რესპუბლიკური პარტიის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა ხმის მიცემის საკითხზე იხუმრა. მედიის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა მხარდამჭერებს ფიცი დაადებინა. შეკრება ტეხასის შტატის ქალაქ დალასში გაიმართა, თეთრი სახლის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ დარბაზში შეკრებილი ყველა ადამიანი ხმას მისცემდა რესპუბლიკურ პარტიას.

"თუ გსურთ, შეგიძლიათ, ხმა მისცეთ დემოკრატებს, თუმცა არ მგონია, ამ დარბაზში ვინმე იყოს ისეთი, ვინც დემოკრატებს მისცემს ხმას. არ მგონია ასე და ამიტომ, ზედმეტ სიტყვებს არ დავხარჯავ: ხმა რესპუბლიკელებს მიეცით. თქვენ იცით, რა მოხდება, თუ ხმას არ მისცემთ? - თქვენ ჯოჯოხეთში მოხვდებით,"- აცხადებს ტრამპი.

დღის ამბები