ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ერდოღანს პერსონალური სანქციების დაწესებით ემუქრებიან. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი კონგრესმენმა ლინდსი გრემმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
სენატორმა მანამდე ტრამპი ქურთების მიტოვებაში დაადანაშაულა და სირიიდან ჯარების გამოყვანას დიდი შეცდომა უწოდა. თავის მხრივ ანკარას ეკონომიკის დანგრევით დაემუქრა დონალდ ტრამპიც, თუ ოპერაციის დროს სირიელი ქურთები დაზარალდებიან.