27 დეკემბერი 2024,   03:19
ვრცლად
მიდის თუ არა ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან?!

მიდის თუ არა ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან?! - საპარლამენტო უმრავლესობაში ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის პარტია „ქართული ოცნებიდანაც“ მიდის.

"ვანო ზარდიაშვილმა მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, როდესაც დატოვა საქართველოს პარლამენტის მანდატი და მან მაშინვე თქვა, რომ რჩება გუნდის წევრად და ეს მოცემულობა ნამდვილად არ შეცვლილა. როდესაც ტოვებ დეპუტატის მანდატს ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკიდანაც მიდიხარ,“ - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატული საქართველოს“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, აღნიშნულ საკითხზე მას ზარდიაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

შეგახსენებთ, ზარდიაშვილმა ეკა ბესელიასთან კონფლიქტისა და ღია დაპირისპირების შემდეგ დეპუტატის მანდატი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

 

დღის ამბები