27 დეკემბერი 2024,   03:44
ვრცლად
პრემიერის აზერბაიჯანში გამართული ვიზიტით ხელშესახები შედეგის ნახვა შეგვიძლია - ნინო გოგუაძე

საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები განსხვავებულად აფასებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო გოგუაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ბაქოში გამართული ვიზიტის შემდეგ ხელშესახები შედეგის დანახვა შეგვიძლია.

"მნიშვნელოვანია, რომ პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში და მისი პირველი ხელშესახები შედეგი ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებში შეგვიძლია დავინახოთ. მე ვფიქრობ, რომ ის საკითხები, რომელიც გარეჯის თემას შეეხება ძალიან მგრძნობიარეა საზოგადოებაში და ნებისმიერი პროცესი რომელიც ამას უკავშირდება, მათ შორის, ბევრი არასწორი ინფორმაცია ვნებათაღელვას იწვევს," - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 11 ოქტომბრიდან დავით-გარეჯში არსებული ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება.

დღის ამბები