27 დეკემბერი 2024,   03:14
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილი ლატვიაში პარლამენტის მეგობართა ჯგუფის წევრებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ლატვიაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მინისტრი, ლატვიაში პარლამენტის მეგობართა ჯგუფის წევრებს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა, რიგაში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა.

სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც მინისტრის განმარტებით იმპლემენტაციის პროცესშია, შეხვედრაზე დეტალურად მიმოიხილეს. შეხვედრაზე ციხელაშვილმა ოკუპაციისა და გადაუჭრელი კონფლიქტის პირობებში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

"მათ გავუზიარე ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მიმდინარე ოკუპაციისა და გადაუჭრელი კონფლიქტის პირობებში არსებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ გამოწვევებს. ძალიან დიდი დაინტერესებაა რა თქმა უნდა რადგან ლატვია არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, მტკიცე მხარდამჭერი. მათთვის არ არის სულ ერთი რა ხდება ადგილზე, ძალიან გასაგებია და ვგულშემატკივრობენ და გვეხმარებიან, რომ დავძლიოთ ეს პრობლემები," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები