27 დეკემბერი 2024,   02:55
ვრცლად
ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. გირაოსთან ერთად, საკრებულოს დეპუტატს შემზღუდავი ღონისძიებებიც დაეკისრა.

ილია ჯიშკარიანს აეკრძალა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მსხვერპლთან მიახლოება. ასევე, სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია.

სასამართლო პროცესი სამედიცინო დაწესებულებაში გაიმართა. გირაოს შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

 

დღის ამბები