რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი რუსი პრანკერების სამიზნე გახდა. სენატორს ეგონა, რომ ტელეფონით თურქეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრებოდა.
სატელეფონო საუბრის დროს გრეჰემმა სირიელი ქურთები თურქებისთვის "საფრთხედ" მოიხსენია.
ლინდსი გრეჰემი ერთ-ერთია იმ ამერიკელ სენატორებს შორის, ვინც თურქეთისთვის სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითხოვს.