18 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
გურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს - ღონისძიებაზე პრეზიდენტსაც ელოდებიან

ქართული ღვინის დღეების  ფარგლებში, გურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. ახტალის პარკის ტერიტორიაზე დილიდან საზეიმო განწყობაა. ადგილზე წარმოდგენილია გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 200-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ღვინო და  ჭაჭა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 14:00 საათზე დაიწყება. გურჯაანში ელოდებიან ქვეყნის პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს და უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს.

სტუმრებს საშუალება ექნებათ გასინჯონ  ტრადიციული კერძები, დაათვალიერონ თემატური პავილიონები და მონაწილეობა მიიღონ სახალისო შეჯიბრებებში, ყურძნის დაწურვასა და თათარაობაში.

ღონისძიების მსვლელობისას გაჟღერებული იქნება კახური მრავალჟამიერი და სხვა ქართული პოლიფონიური სიმღერები.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი  წელს უკვე მესამედ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის პატრონაჟით იმართება, მხარდამჭერი კი საქართველოს რამდენიმე სამინისტროა.

ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ წელს, ფესტივალს 10000-ზე მეტი შიდა თუ საერთაშორისო ტურისტი ეყოლება სტუმრად.

დღის ამბები