27 დეკემბერი 2024,   04:59
ვრცლად
რუსეთს სურს არალეგალურად დაყოს საქართველო - მედლინ მუნი

რუსეთს სურს არალეგალურად დაყოს საქართველო - ასამბლეის პრეზიდენტმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოში რუსეთის აგრესიის შესახებ  ისაუბრა. მედლინ მუნმა უკანონო ბორდერიზაცია რუსეთის პირდაპირ აგრესიად შეაფასა. ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა.  

"ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვები არ არის. მე ვიყავი თბილისში და კიევში, მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებაში. საქართველოში მოვინახულე გამყოფი ხაზი, რუსეთს სურს, რომ ეს გამყოფი ხაზი გახდეს დადგენილი საზღვარი და ცდილობს არალეგალურად დაყოს საქართველო. მე პირობა დავდე, რომ ყველას მოვუყვებოდი იქ მცხოვრები ადამიანებისა და მათი უფლებების დარღვევების შესახებ,“ - განაცხადა მედლინ მუნმა. 

დღის ამბები