ევროკავშირი თურქეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი იმართება.
ევროპის პირველი დიპლომატების შეხვედრა სირიაში სიტუაციის გართულებას დაემთხვა. ნატოს ქვეყნებს ბაშარ ალ-ასადის არმიის საომარ მოქმედებებში ჩართვა აშფოთებთ. საფრანგეთი და გერმანია თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს.
ევროკაშირის საგარეო უწყებები ვაშინგტონისგან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შეხვედრის დანიშვნას ითხოვენ.