დიდი ბრიტანეთის დედოფალი პარლამენტში მივიდა. დედოფალმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს.
"მთავრობას სურს პარტნიორული ურთიერთობები ევროკავშირთან, რომელიც თავისუფალი ვაჭრობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის პრინციპებს დაეფუძნება," - განაცხადა დედოფალმა პარლამენტში.
ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წელს დაიწყო.