22 დეკემბერი 2024,   10:21
ვრცლად
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, ესაა დაბრუნება სტატუსკვოზე"- ზალკალიანი დავით გარეჯზე

დავით ზალკალიანს დეპუტატები "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით გარეჯის თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ზალკალიანის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სტატუსკვოზე დაბრუნებაა:

"დავით გარეჯის თემა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში, უახლოესი შეხვედრა საქართველოში გაიმართება, ეს იქნება მეორე შეხვედრა ბაქოს შეხვედრის შემდეგ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც იყო და არის, ესაა დაბრუნება სტატუსკვოზე. ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს, ეს იქნება ნებისმიერი განცხადება თუ ქმედება, უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში იმ დელიკატურობის და სენსიტიურობის გათვალისწინებით, რაც ამ პრობლემას თან ახლავს,"- განაცხადა ზალკალიანმა.

დღის ამბები