11 ოქტომბერი 2024,   20:57
ვრცლად
სიკვდილით დასრულებული სტუმრობა ბოლნისში - ქმრის მიერ ქამრით დამხრჩვალ ქალს 3 მცირეწლოვანი დარჩა

საქართველოში სტუმრობა 25 წლის ახალგაზრდა ქალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ამჯერად ოჯახური ძალადობა ბაქოდან ბოლნისში ჩამოსულ ოჯახში მოხდა. სოფელ ტალავერში ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა. 

30 წლის მამაკაცმა ბოლნისის პოლიციაში გვიან ღამით ცოლის ცხედარი მანქანით მიიტანა. როგორც სამართალდამცველებს ილგარ ნასიბოვმა უთხრა, მან მეუღლე ქამრით გაგუდა. მკვლელობის აღიარების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ დააკავა. საქართველოს მოქალაქე ცოლთან, 25 წლის ნიგარ ნასიბოვასთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად, აზერბაიჯანში ცხოვრობდა, ნასიბოვი საქართველოში ოჯახთან ერთად მშობლების მოსანახულებლად იყო ჩამოსული.

ოჯახის წევრებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ. ახლობლები აცხადებენ, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი არასოდეს ჰქონია. გარდაცვლილი და მისი მეუღლე რამდენიმე დღეში აზერბაიჯანში დაბრუნებას გეგმავდნენ.

საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაიკითხნენ დაკავებულის ახლობლები და ოჯახის წევრები. გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობას განიხილავს. ცხედარს პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის მერეც ახალგაზრდა ქალის ცხედარი ბაქოში გადაასვენეს. 

დღის ამბები