ვაშინგტონსა და ანკარას შორის შეთანხმება შედგა - თურქეთის სამხედრო შეტევა სირიის ჩრდილოეთით 120 საათის განმავლობაში შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაცია, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსმა დაადასტურა.
მაიკ პენსმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ანკარაში იმყოფება, დაადასტურა, რომ ქურთული დანაყოფების გაყვანა უკვე დაიწყო. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერჯერობით არ არსებობს.
ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქურთულ დანაყოფებს მიეცეთ შესაძლებლობა 5 დღის განმავლობაში ამერიკელების დახმარებით უსაფრთხო ზონაში გადავიდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ თურქეთიდან "შესანიშნავი ახალი ამბავი" მოვიდა.
"მადლობა ერდოღანს, მილიონი სიცოცხლე იქნება გადარჩენილი,"- დაწერა ტრამპმა.