23 სექტემბერი 2026,   01:51
ვრცლად
თბილისი დინამოს წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს
ხვალ, თბილისის დინამოს წყალბურთელთა გუნდი, რომელიც წელს თავისი არსებობის ისტორიაში პირველად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მეორე გასვლით შეხვედრას ჩაატარებს ხორვატიაში.
 
ზაგრებში, ადგილობრივი მლადოსტის წინააღმდეგ თამაში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, სადებიუტო მატჩი რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ესპანეთში ტერასასთან გამართა 1 კვირის წინ და 5-9 წააგო. ხორვატებმა კი პირველ ტურში უნგრელებთან დათმეს 10-13. ჩვენს ქვეჯგუფში სულ 8 გუნდი ასპარეზობს და ფინალურ ეტაპზე 4 საუკეთესო გადის.
დღის ამბები