22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
ნეპოტიზმის ნიშნები თანამდებობის პირების მხრიდან - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიში

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სკანდალურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან ნეპოტიზმის ნიშნებზეა საუბარია. ანგარიშში 40-ზე მეტი ისეთი შემთხვევაა ასახული, სადაც მკვლევარების აზრით, ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებია.

შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, თუმცა მსგავსი ფაქტები გვხვდება ცენტრალურ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაში. ორგანიზაციაში ყურადღებას ამახვილებენ ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს, თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში საერთოდ არ მუშაობდა.

დეპუტატები, რომლებიც "საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ანგარიშში მოხდვდნენ და რომელთა ოჯახის წევრები საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებულები, ნეპოტიზმის ნიშნებსა და რაიმე კანონდარღვევას გამორიცხავენ. ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახის წევრები  საჯარო სამსახურებში კანონის სრული დაცვით მოხვდნენ და მათ ყველა ის ეტაპი გაიარეს, რაც დასაქმებისთვის სავალდებულო იყო.

როგორც პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” წევრი, კობა კობალაძე აცხადებს, მისმა შვილმა კონკურსში მიიღო მონაწილეობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რიგით ოპერატიულ მუშაკად ამის შემდეგ დასაქმდა. 

“მიიღო კონკურსში მონაწილეობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიწყო რიგით ოპერატიულ მუშაკად მუშაობა. ამჟამად არის სტაჟიორი, ბავშვი მუშაობს, ჩემი აზრით, არაფერი არ დაუშავებია მას იმით, რომ ჩემი შვილია. ალბათ მივალ, გავესაუბრები და იქნებ უარი თქვას მშობლებზე. ალბათ ჩვენი ბრალია ის, რომ პოდიუმიდან არ მოხსნეს და ისე არ დანიშნეს თანამდებობაზე. ეს უნიჭო ბულინგის მცდელობები, რომლებიც უკვე გრძელდება და ერთი და იგივე მანიპულატორი ჰყავს, უკვე ღიმილს იწვევს, მეტს არაფერს“ - განაცხადა  კობა კობალაძემ.

კიდევ ერთი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ სამსახურში შესაბამისი კონკურსის წესით მოხვდა.

“მან კონკურსის წესით დაიკავა პოზიცია, რომელზეც მუშაობს. ეს არ არის მაღალი თანამდებობა, სერვისების განვითარების სააგენტოში შესაძლებლობა ყველას აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა. ჩემი გარემოცვიდან, სანათეოსაოდან არავინ არ მუშაობს. ერთადერთი შვილი, რომელმაც გაიკვლია გზა თვითონ და მუშაობს დღეს, არც თუ მაღალ პოზიციაზე. თუ ვინმეს კვალიფიკაციაში შეაქვს ეჭვი, შეუძლია შეხვდეს და გაესაუბროს მას,“ - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

დღის ამბები