22 დეკემბერი 2024,   10:23
ვრცლად
შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ბიზნესომბუდსმენი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ბიზნესომბუდსმენი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ირაკლი ლექვინაძემ მათ ოფიციალური სამართლებრივი დასკვნები გააცნო.

ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ბიზნესგარემოზე ნეგატიური რისკების შესაფასებლად, ცვლილებებზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ჩატარება აუცილებელია.

ბიზნესომბუდსმენს "შრომის ინსპექციის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე 17, ხოლო საქართველოს "შრომის კოდექსზე" 10 შენიშვნა აქვს.

"რეგულირების ზეგავლენის შეფასების გაკეთება მსგავსი ტიპის ცვლილებებზე არის აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მნიშვნელოვნად ცვლის თამაშის წესებს ბიზნესის კუთხით. დღეს ქვეყანაში არის სპეციფიური ვითარება, რომელსაც უნდა მოერგოს, მე ვფიქრობ, შრომის კოდექსი. აქ გართულება საკითხის ისე, რომ ჩვენ ავცდეთ რეალურ ვითარებას და ჩვენს შესაძლებლობებს, მოგვიტანს არც თუ ისე პოზიტიურ შედეგებს“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

დღის ამბები