თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება.
მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. საქმე ეხება 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.
ადვოკატი დღევანდელ სხდომაზე იმ მტკიცებულებების წარდგენას აპირებს, რომელიც მისი თქმით, მელიას უდანაშაულობას დაადასტურებს.
წინა სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა გაეუქმებინა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიება - შინა პატიმრობა და ელექტონული სამაჯურის ტარების ვალდებულება. პოლიტიკოსს თავდებში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ექვსი დეპუტატი უდგებოდა.
ნიკა მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წაყენებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.