19 აპრილი 2024,   17:57
ვრცლად
"ევროპული საქართველო" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს თავისი კრიტერიუმებით აფასებს
"ევროპული საქართველო" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს თავისი კრიტერიუმებით აფასებს.  პარტიაში თვლიან, რომ მათ კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი კანდიდატი თამარ ზამბახიძე ეკმაყოფილებს.
 
"ევროპული საქართველო" მმართველ გუნდს მიმართავს და ითხოვს, რომ მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით უმრავლესობამ გამჭვირვალე შეფასების სისტემა შეიმუშავოს. კახიძემ ბრიფინგზე, რამდენიმე კანდიდატი მათ მიერ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით შეაფასა.  

"ამ კანდიდატებიდან თამარ ზამბახიძე აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესაბამის კრიტეირუმებს. მაია ვაჩაძეს რაც შეეხება ის აკმაყოფილებს ზოგადად მოსამართლეობის სტანდარტებს, თუმცა კეთილსინდისიერების კრიტერიუმში მან ვერ დააკმაყოფილა ის სტანდარტი რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვინაიდან მას აქვს განხილული რუსტავი ორის საქმე, რომელიც ძალიან პრობლემურია," - განაცხადა ოთარ კახიძემ. 
დღის ამბები