25 აპრილი 2024,   19:17
ვრცლად
სისხლიანი დაპირსპირება ბაბუასა და შვილიშვილს შორის - შემზარავი ფაქტი დარჩელში

სისხლიანი დაპირისპირება ბაბუასა და შვილიშვილს შორის.  27 წლის მამაკაცი კი დანით მიყენებული ორი ჭრილობით რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 

ოჯახური კონფლიქტი სოფელ დარჩელში გვიან ღამით მოხდა. ბრალდებულის მეუღლეს ბაბუა-შვილიშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე საუბარი უჭირს და კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებს.

არნანიების ოჯახში ჩხუბის ხმა გაიგეს მეზობლებმაც, თვითმხილველები ამბობენ, რომ შვილიშვილის დაჭრის შემდეგ ბაბუას შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია.

მეზობლების ინფორმაციით, ბაბუასა და შვილიშვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ოჯახური უთანხმოება გახდა. იაშა არნანია შვილიშვილს ნათესავის ქორწილში წასვლის უფლებას არ აძლევდა, რასაც ჯერ შელაპარაკება,ხოლო შემდეგ დაჭრა მოჰყვა.

"კურიერთან" დაჭრილის მეუღელე კომენტარს არ აკეთებს. გიორგი არნანია კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ 82 წლის იაშა არნანია შემთხვევის ადგილზე დააკავა. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს პროკურატურამ შუამდგომლობით უკვე მიმართა.

სალომე ფაცაცია

დღის ამბები