ბაქოში მშვიდობიანი მიტინგების დაშლას საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს ვოჩი" აკრიტიკებს.
ორგანიზაცია აზერბაიჯანის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას მოითხოვს.
"ჰიუმან რაიტს ვოჩი" აზერბაიჯანს მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდებს. ანგარიში უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი გოგიამ გამოაქვეყნა.