რუსეთი NATO-ს ურჩევს ზამთრის ფორმების ნაცვლად, ისტორიის წიგნები შეიძინოს, თუნდაც სტალინგრადზე.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი -40 გრადუსიან ყინვაში ოპერაციების ჩასატარებლად სამხედროებისთვის ზამთრის უნიფორმების ყიდვას აპირებს. ამ ინფორმაციას NATO -ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობა ტვიტერში გამოეხმაურა. მანამდე კი რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის სარდლობამ არქტიკაში NATO-ს გაფართოებას საფრთხის შემცველი უწოდა.