26 დეკემბერი 2024,   16:43
ვრცლად
"რუსული ოცნების მთავრობის სხდომა" - კანცელარიასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება პრო-რუსული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულეს.

მათი თქმით, მცოცავი ოკუპაციის პირობებში მთავრობა უმოქმედოა.

"დღეს არის მთავრობის სხდომა და ჩვენ ვახდენთ დემონსტრაციას, რომ ტარდება "რუსული ოცნების" მთავრობის სხდომა. 2012 წლიდან მათი რიტორიკა და ქმედებები, დაწყებული ანაკლიის პორტითა და გაგრძელებული ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრით, აქ  უკვე ჩანს, რომ რუსული დირექტივები ამ ხელისუფლების მიერ არის შესრულებული,“ - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღის ამბები