18 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
"საქართველო ვერ იქნება ოაზისი უცხო ქვეყნის ბრალდებულებისთვის" - წულუკიანი რუსი ჰაკერის ექსტრადირებაზე

"საქართველო ვერ იქნება ოაზისი უცხო ქვეყნის ბრალდებულებისთვის"  – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებას.

თეა წულუკიანის თქმით, აღნიშნული პროცესის საწინააღმდეგოდ არანაირი სამართლებრივი ბარიერი არ არსებობდა, მათ შორის არც სტრასბურგის მხრიდან.

გარდა ამისა, წულუკიანმა პოლიტიკოსების მწვავე შეფასებებს "უსაფუძვლო აურზაური" უწოდა.

"მე მაქვს სტრასბურგის სასამართლოს წერილი, სადაც უარს აცხადებს ამ ექსტრადირების შეჩერებაზე. სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს, რომ სუმბაევი შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას. ყველამ იცოდეს, რომ საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რუსი ჰაკერის ექსტრადირებასთან დაკავშირებით. 

 

დღის ამბები