22 დეკემბერი 2024,   09:43
ვრცლად
"ესტონური მოდელის" შუალედური შეფასება - მმართველი გუნდი რეფორმის წარმატებაზე საუბრობს

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2017 წლიდან, მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოები გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილებისას იბეგრებიან. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით, აისეტის მონაწილეობით და ფინანსური მხარდაჭერით რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება მომზადდა, რომლის პრეზენტაციაც დღეს შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით, აღნიშნულმა რეფორმამ გამოიწვია რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდა:

"ერთ-ერთი მთავარი რეფორმა რომელსაც ჩვენ უკვე მეორე წელია ვახორციელებთ, ეს არის მოგების გადავადებული გადასახადი, ე.წ ესტონური მოდელი, ამან გამოიწვია ინვესტირების რეინვესტირების მაჩვენებელის ზრდა და კვლევა, რომელსაც დღეს პრეზენტაციას ვუკეთებთ აჩვენებს, რომ ეს იყო სწორი რეფორმა," - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

რეფორმის წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც:

"ესტონური მოდელის შემოღება, საგადასახადო რეფორმა, რომელიც მოგების დაბეგვრას უკავშირდება, იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა. დღეს გვაქვს შუალედური შეფასება, რა შედეგი და გავლენა იქონია ამ კანონმდებლობამ ბიზნესსექტორის განვითარებაზე. ამ კვლევაში ჩანს რომ გაიზარდა რეინ​ვესტირება რაც ავტომატურად უკავშირდება ახალ სამუშაო ადგილებს,"- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები