14 სექტემბერი 2026,   15:21
ვრცლად
სმიტების ოჯახის საქმე - მსჯავრდებულ მწყემსს რაიან სმიტის ოჯახმა წერილი გამოუგზავნა

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ბრალდებულს გარდაცვლილთა ოჯახმა წერილი გამოუგზავნა. ადვოკატის თქმით, წერილის შინაარსი უცნობია, რადგან პენიტენციური დაწესებულების სოციალურმა სამსახურმა ის კობაურს არ გადასცა.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, მსჯავრდებული, მოკლული რაიან სმიტის დედის მიერ  გაგზავნილი წერილის დაბრუნებას ითხოვს. უფლებადამცველი კობაურის სხვა საკანში გადაყვანასაც ითხოვს.

ამასთან კობაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმის განხილვა საქართველოში ობიექტურად არ წარიმართა. სწორედ ამიტომ ისინი სტრასბურგს მიმართავენ.

"საქართველო არ აღმოჩნდა მზად მსგავსი ტიპის საქმე ობიექტურად განეხილა. ამას დავადასტურებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მალხაზ კობაურს დაცვის უფლება და სამართლიანი სასამართლოს პრინციპი დაერღვა", - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

სმიტების ოჯახის გახმაურებული მკვლელობისთვის გასამართლებული მწყემსის საქმე სტრასბურში დღეს მიდის. ხადას ხეობაში საზარელი მკვლელობა 2018 წლის ივლისში მოხდა. კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

დღის ამბები