22 დეკემბერი 2024,   08:54
ვრცლად
კალაძე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პარკში უკვე მოეწყო ამფითეატრი, სათამაშო მაგიდები, ბაქანი, საჩრდილობელი და საგამოფენო სივრცე. ასევე, დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების, კორტების და შინაური ცხოველების სასეირნო არეალების მშენებლობა.პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.

კალაძის თქმით, ამ პარკში მსგავსი მასშტაბური სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. დედაქალაქის მერის თქმით, პარკი ყველა თაობის წარმომადგენლისთვის სასიამოვნო დასასვენებელი ადგილი იქნება.

დღის ამბები