39 ადამიანი, რომელთა ცხედრებიც აღმოსავლეთ ინგლისში სატვირთო მანქანაში იპოვეს, ჩინეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ - ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით BBC-ი წერს.
სატვირთო მანქანა რამდენიმე ათეული ცხედრით ოთხშაბათს ღამით, ესექსის საგრაფოში იპოვეს. სატვირთოს მძღოლი - 25 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელი მო რობინსონი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.
პოლიციამ დაადგინა, რომ სატვირთო მანქანა ბულგარეთში იყო რეგისტრირებული, თუმცა ბრიტანეთში ბელგიის პორტიდან ზებრიუგედან მოხვდა.