22 დეკემბერი 2024,   09:24
ვრცლად
"რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე" - საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

რელიგიის საკითხთა სააგენტოში რიგით მე-4 კონფერენცია გაიმართა. "ინტერ-რელიგიური დიალოგი მშვიდობისთვის" - ამ სახელწოდების კონფერენციაზე რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა, ხელი მოაწერეს დეკლარაციას "რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე". ამ დეკლარაციით საქართველოს ევროინტეგრაციას რელიგიის წარმომადგენლები მჭიდრო თანამშრომლობას უცხადებენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე აღნიშნავს, რომ პირველად თავისი ისტორიის მანძილზე საქართველო ხდება ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ქვეყანა. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნული დეკლარაცია საშუალებას მისცემს, რომ გამოიყენოს საერთაშორისო ტრიბუნა და ასპარეზი, როგორც სახელმწიფოებრივი ინტერესების ასე ვთქვათ წინა პლანზე წამოსაწევად და მეორეს მხრივ გასატარებლად. 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველა რელიგიურ პირს მიეცემა საშუალება, რომ გამოვიდეს და საჯაროდ დააფიქსიროს აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით მოსაზრებები და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გაფორმდება ხელის მოწერით. ვაშაყმაძის თქმით, ეს იქნება დასტური მხარდაჭერისა ევროინტეგრაციისა და ევროპული კურსის სახელმწიფოს მხრიდან გატარებული კუთხით.

დღის ამბები