22 დეკემბერი 2024,   09:38
ვრცლად
NATO-ს თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში - ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება

ბრიუსელი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, მხარეები NATO -საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს განიხილავენ. ალიანსის შტაბბინაში ირაკლი ღარიბაშვილი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფორმატში NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვა. მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

"ეს იქნება ჩემი პირველი შეხვედრა ბატონ სტოლტენბერგთან მას შემდეგ, რაც დავინიშნე ამ თანამდებობაზე. ბუნებრივია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და მინდა შეგახსენოთ ის, რომ 5 წლის წინ ჩვენ ერთობლივად გავხსენით და ინაუგურაცია მოვახდინეთ JTEC-ის ცენტრის და ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ყველა იმ გეგმას, რომელიც ერთობლივად დავსახეთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ჩვენ შევეხებით, იქნება ამ პაკეტის კიდევ უფრო გაძლიერება და სხვა ეტაპზე გადასვლა ჩვენი ურთიერთობის,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები