"ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში სტრატეგია - "აღმაშენებელი" წარადგინა. იდეის ავტორის თქმით, დღევანდელი პრეზენტაციის თემა - ძლიერი რეგიონია, რომელიც ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ფუნდამენტი უნდა იყოს. ვაშაძემ იმერეთის რეგიონს 11 ინიციატივა გააცნო.
"ახალი საქართველოს" ლიდერის განცხადებით, "სტრატეგია აღმაშენებელი" ქვეყნის განვითარების ინოვაციური გეგმაა და სწორედ ამ გეგმის მეშვეობით, არის შესაძლებელი ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგმარეობის დაძლევა.