Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის მიერ დაანონსებული "მსოფლიო Wi-fi" ამუშავდა - ამის შესახებ მასკმა "ტვიტერზე" დაპოსტა. ილონ მასკის ეს პროექტი მთელი მსოფლიოს მოსახლეობას უფასო ინტერნეტზე წვდომას მისცემს.
როგორც ინოვატორი თავის პოსტში აღნიშნავს, პროგრამა შემოწმდა და მალე სრულყოფილად იფუნქციონირებს. ილონ მასკმა შეტყობინება სწორედ თანამგზავრული ინტერნეტის ქსელით გააგზავნა.
"მსოფლიო Wi-fi" სრული დატვირთვით 2020 წელს ამოქმედდება.