22 დეკემბერი 2024,   09:22
ვრცლად
"საქართველო NATO-ს ქვეყნების ყველაზე გამორჩეული, ძლიერი და სანდო პარტნიორია"- ირაკლი ღარიბაშვილი

ბრიუსელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. ალიანსის შტაბბინაში დაგეგმილ შეხვედრებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა, სადაც მან ნატო-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოსთან ერთად დასახულ ყველა გეგმას პირნათლად ასრულებს. 

"საქართველო ნატოს ქვეყნების ყველაზე გამორჩეული, ძლიერი და სანდო პარტნიორია. ჩვენ ავღანეთში ძალიან ღირსეულად და ძლიერად  ვართ წარმოდგენილი. სწორედ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს  ასეთი მაღალი სტატუსი აქვს მთელს საერთაშორისო არენაზე, ჩვენი სამხედროების დამსახურებაა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, სადაც მხარეები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს განიხილავენ. 
   
ალიანსის შტაბბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვა და გლობალურ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და მასში საქართველოს წვლილზე ისაუბრებს.  

მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ფინეთის, პოლონეთის, გერმანიის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან იმსჯელებს.

​​

დღის ამბები