22 დეკემბერი 2024,   09:46
ვრცლად
"მოუთმენლად ველით ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით"- ელიზაბეტ რუდი

ამერიკული სამხედრო ხომალდი შავ ზღვას ხვალ დატოვებს. "პორტერზე" დღეს საზეიმო მიღება მოეწყო. ღონისძიებას შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობდა. ელიზაბეტ რუდიმ სარაკეტო ხომალდის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მოხარული ვარ, რომ ვხვდები ამერიკული გემის ეკიპაჟს ბათუმში და მოუთმენლად ველით ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. "პორტერის" ვიზიტი  წელს ამერიკის სამხედრო გემების მესამე ვიზიტია, ეს ვიზიტები ადასტურებს ამერიკის ერთგულებას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ შავი ზღვის რეგიონში.

მე მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმის, აჭარის მოქალაქეებს სტუმართმოყვარეობისათვის საქართველოს თავდაცვის ძალებს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მშვიდობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის. მოხარულები ვართ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან გემის ვიზიტთან დაკავშირებით. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსთან და ჩვენ კმაყოფილები ვართ მოსული სტუმრებით," - განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.

საზეიმო მიღებას საქართველოს თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა ესწრებოდა.

დღის ამბები