განთავსდება თუ არა ახალქალაქში სირიიდან წამოსული ამერიკული ჯარი, იდეა ამერიკელ ანალიტიკოს ლუკ კოფის ეკუთვნის.
ანალიტიკოსი "twitter-ზე" წერს, რომ შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შესაძლებელია საქართველოში გაიგზავნოს და "ჰორიზონტს მიღმა" ძალად იქცეს, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს გაძლიერების შემთხვევაში სწრაფად უპასუხებს.
ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ შტატებს ახალქალაქში ძველი რუსული ბაზის გამოყენება შეუძლია, რომელიც ქალაქ რაქადან 740 კილომეტრითაა დაშორებული. მისი თქმით, ამჟამად საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი.