26 დეკემბერი 2024,   13:49
ვრცლად
იძულებით გადაადგილებულ 700-ამდე ოჯახს ბინები გადასცეს

თბილისში ახალაშენებულ კორპუსში ბინა 700-მდე ოჯახს გადაეცა. ბინები იძულებით გადაადგილებულ პირებს დეპუტატებთან ერთად, მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადასცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 21 ათასზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

დევნილებისთვის ბინებით დასაკმაყოფილებელი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. წლევანდელი ბიუჯეტი 67 მილიონ ლარს შეადგენს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ბინით კიდევ 250 ოჯახი დაკმაყოფილდება.

დღის ამბები