26 დეკემბერი 2024,   18:15
ვრცლად
ამერიკული "კონტი ჯგუფი" კვლავ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აქციონერად რჩება

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ინფორმაციით, "კონტი ჯგუფმა" გადაწყვეტილება შეცვალა და კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ და უწყებაში ოფიციალური შეტყობინების შესვლას ელოდებიან.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, "კონტი ჯგუფი" კვლავ აქციების 42%-ის მფლობელად რჩება. ამასთან, ახვლედიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტში რჩება ის პარტნიორი, ვისთან ერთადაც ტენდერი მოიგეს, ეს დანარჩენი ახალი პარტნიორების მოზიდვის დროსაც დადებით გავლენას იქონიებს - მიაჩნია გენერალურ დირექტორს.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული "კონტი ჯგუფი", რომელიც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის"  42%-იანი წილის მფლობელია, კონსორციუმს ტოვებდა.

დღის ამბები