18 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
გურამ ჩალაგაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა. პოლიტიკოსის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, თუმცა დეტალები არ იცის. ვარაუდობს, რომ გამოძიება მისი ბოლო განცხადებით ინტერესდება, როცა ჩალაგაშვილმა ოთხ პოლიციელს ულტიმატუმი წაუყენა.

საუბარია, იმ სამართალდამცველებზე, რომლებმაც ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს. პარტია პოლიციელებს "იარაღი ჩადებაში" ადანაშაულებს და მათგან ორშაბათამდე ჩვენების შეცვლას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი ფოტოების მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებით იმუქრება.

"მათ მითხრეს, რომ საქმეა აღძრული, ვკითხე რაზე და მითხრეს, რომ ამას გაიგებთო როცა მობრძანდებით. ჩემი აზრით ეს არის ჩემს ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრის კობა კოშაძისთვის იარაღის ჩადების ფაქტს, რაზეც გვაქვს 2 ექსპერტიზის დასკვნა, რომ კვალი არ არსებობდა," - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

დღის ამბები