21 დეკემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ჯაშუშობისთვის გასამართლებული რუსი აგენტი მარია ბუტინა აშშ-დან რუსეთში დაბრუნდა

ჯაშუშობისთვის გასამართლებული რუსი აგენტი მარია ბუტინა შეერთებული შტატებიდან რუსეთში დაბრუნდა. ის შტატების ციხიდან გუშინ გაათავისუფლეს და იმიგრაციულ სამსახურს გადასცეს. მოსკოვში ბუტინას ექსტრადირება დღეს განხორციელდა. მარია ბუტინა 2018 წლის 15 ივლისს ვაშინგტონში დააკავეს. მას ბრალად აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის მთავრობის სასარგებლოდ საქმიანობა ედებოდა. რუსეთის მოქალაქემ ბრალი აღიარა და ამერიკულ ციხეში 15 თვე გაატარა.

დღის ამბები