20 სექტემბერი 2026,   08:39
ვრცლად
არველაძეების გაწვრთნილმა ტაშკენტის "ფახთაქორმა" უზბეკეთის ეროვნული თასი დაისაკუთრა

შოთა და არჩილ არველაძეების გაწვრთნილმა ტაშკენტის "ფახთაქორმა," უზბეკეთის ეროვნული ჩემპიონატის მოგების შემდეგ ქვეყნის თასიც დაისაკუთრა. თასის ფინალში ა-გე-ემ-კა 3:0 გაანადგურა და კლუბის არსებობის ისტორიაში ტურნირი მეორედ მოიგო.

"გუშინ საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, მთელი თამაში ფაქტობრივად ვდომინირებდით. მეორე ტაიმში მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, მხოლოდ ერთი შანსი მიეცა მოწინააღმდეგეს. მოკლედ თამაშითაც კმაყოფილი ვარ და შედეგითაც,“ - განაცხადა შოთა არველაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

ჰეტრიქი სერბი დრაგან სერანის ანგარიშზეა, რომელსაც ჩემპიონატშიც საოცარი შედეგი აქვს. სერბმა ლეგიონერმა 21 შეხვედრაში 22 ბურთი გაიტანა. არველაძეების კლუბს ჩემპიონატში კიდევ 4 მატჩი რჩება, თუ "ფახთაქორი" არცერთ მატჩს არ წააგებს, კლუბი ჩემპიონატსაც დაუმარცხებლად დაასრულებს.

 

დღის ამბები