19 სექტემბერი 2026,   21:19
ვრცლად
შვედეთი არ ცნობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და ადასტურებს  საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას

შვედეთი არ ცნობს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე აქვეყნებს.

შვედეთი გმობს რუსეთის განგრძობით მცდელობებს, განამტკიცოს კონტროლი აღნიშნულ რეგიონზე, და კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ - წერია განცხადებაში.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები