20 სექტემბერი 2026,   02:26
ვრცლად
20 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება - გადაამოწმეთ მისამართი

ქსელში გადართვების გამო 20 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კონკრეტული გრაფიკისა და მისამართების შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.

 

დღის ამბები