პოლიციამ კოსტა-რიკაში 1 ტონა კოკაინი ამოიღო. ნარკოტიკული საშუალება ბელგიაში გადასატან კონტეინერში 29 შეკვრაში იყო დამალული.
ცენტრალური ამერიკა ნარკოტიკების კონტრაბანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო წერტილია. მიმდინარე წელს კოსტა რიკაში სულ 37 ტონა მარიხუანა და კოკაინი აქვთ ამოღებული.